ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

თავდასხმა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს გვიან ღამით თავს დაესხნენ.

ახალგაზრდული ფრთის წევრ, ამირან ნატრიაშვილის განცხადებით, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული, ოცნების ზონდერების ჯგუფი დაესხა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სააგიტაციო მასალის გავრცელებაში ხელის შეშლა სცადეს. 

"ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც მოვიდნენ ჩვენი მეგობრები, ეს ადამიანები ისევ დაბრუნდნენ უკან. ამის შემდგომ მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ რა მაისურები გაცვიათ, ვის უჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იყვნენ ოცნების ზონდერები, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა", - განაცხადა ნატრიაშვილმა

მეტის ნახვა