ახალი ამბები • 1728566105
ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს ელისაშვილმა ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
მას სასამართლო ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
"პირდაპირ ეთერში, კამერების წინ 20 პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა და არცერთი მათგანი იდენტიფიცირებული არ არის, არცერთი მათგანის წინააღმდეგ ბრალი არ არის წარდგენილი, დაკავებაზე ხომ აღარაფერს ვლაპარაკობ და აქეთ დამაჯარიმეს - უმისამართოდ იგინებოდი კანცელარიასთანო და 2 000 ლარით დამაჯარიმეს.
რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ მურუსიძის დუქანში რამე სამართალს ვიპოვით, ყოველ შემთხვევაში, ფორმალურობაზე ვინმე რომ არ მოგვედავოს, ამას ვასაჩივრებ, რა თქმა უნდა და არანაირად არ ვეთანხმები. ჯერ ერთი, ძალიან მისამართიანად ვიგინებოდი და მერე მეორე - ჩემი გინება 2 000 ლარი ღირს და ისინი რომ მირტყამდნენ, პარლამენტის წევრს, იმუნიტეტი რომ მიცავს, ეს არაფერში არ ითვლება?", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
1728068947
1726854943
1726726009