ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე

გაუწმენდავი ტროტუარები და მისგან მომდინარე საფრთხეები ბათუში, ყოველ წელს, ყველი გათოვლებისას აქტუალური ხდება.  ვიწყებთ საუბარს იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ და საკუთარი სახლის, მაღაზიის, სახელოსნოს თუ სასტუმროს წინ ტროტუარი თავად უნდა გავასუფთაოთ, რომ ქალაქი ყველასია, თუმცა დღეს ბათუმის ქუჩებში სურათი მაინც საპირისპირო იყო.

ასე გამოიყურება დღეს ბათუმში, ტროტუარების უმრავლესობა.  თითქმის ვერ ვნახეთ ქუჩა, სადაც ადამიანები ნიჩბებით ხელში, გარეთ იქნებოდნენ და საკუთი სახლის თუ სხვა კომერციული ობიექტის წინ ტროტუარის თოვლის საფარისგან გათავისუფლებას ცდილობდნენ.

რატომ არ ასუფთავებენ ინდმეწარმეები საკუთრი ობიექტების წინ ქვეითთა სავალ ზოლს - შეკითხვა თითქმის ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვისაც მივაკითხეთ, ამიტომ ნაწილმა პასუხზე თავის არიდება არჩია.

ერთი დადებითის თქმა კი ნამდვილად შეიძლება - იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავის მართლების მცდელობის მიუხედავად, რესპონდენტების პასუხებში, ერთგვარი, უხერხულობა მაინც გამოჩნდა.

ბათუმელების ნაწილს დღემდე არა ესმის, რა არის სამოქალქო პასუხისმგებლბა, რატომ არის ასეთ დროს საჭირო და მნიშვნელოვანი  ფუნქციების გადანაწილება. ფიქრობენ, ვინაიდან ქალაქს შესაბამისი სამსახური ჰყავს, საქმეც მხოლოდ, თანამშრომლებმა უნდა აკეთონ. ამ შემთხვევაში, ნაკლებად აინტერესებთ, გადაუღებლად თოვს თუ არა.

ცხადია, ყველა ასე არ ფიქრობს და აქა იქ მოწესრიგებულ ტროტუარებსაც შევხვდით. ადამიანები ამბობენ, რომ ეს კულტურის ნაწილია და ყველას ამოსავალი საერთო ინტერესი უნდა იყოს.

ფაქტია, რომ ამ საკითხს პროპაგანდა მაინც სჭირდება, საჭიროა იმის ახსნა, რომ ქალაქი ყველასია და სამოქალაქო პასუხისმგებლობებიც ნებისმიერ ვითარებაში, თანაბრად გვაკისრია.

მეტის ნახვა