ახალი ამბები • 1748004300
ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - 1918 წლის 26 მაისის მოვლენათა ქრონოლოგია
26 მაისის ისტორია ასეთია: 104 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს. შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა - დემოკრატიული სისტემა. როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1918 წელს?
ამ სიტყვებით, მიმართა ნოე ჟორდანიამ ქართველებს 104 წლის წინ. 1918 წლის, 26 მაისს, საქართველოს პირველმა მთავრობამ, დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა. 104 წლის წინ, თბილისში, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ეროვნული საბჭოს სხდომას ათასობით ადამიანი ელოდებოდა. 5 საათსა და 10 წუთზე ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა. 5-პუნქტიან ისტორიულ ფურცელს, რომელიც შემდეგ საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი დოკუმენტი გახდა, პირველად ხელი ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვა ქართველმა მოღვაწეებმა მოაწერეს. ამ აქტით, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ერთ საუკუნეზე მეტ ხანს, რუსეთის კოლონიაში მცხოვრები ქართული საზოგადოება, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დიდი სიხარულით შეხვდა. ამიერკავკასიის სეიმის ლიკვიდაციის შემდეგ, მოპოვებული თავისუფლება, ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლების ლოგიკურ დასასრულად იქცა.
სწორედ, ამ პროცესებმა, ჩაუყარა საფუძველი საქართველოს კონსტიტუციის პროექტს. სამ წლიანი მუშაობის შემდეგ, 1921 წელს დამფუძნებელი კრება, ოფიციალურად ღებულობს კონსტიტუციას. მსოფლიო კონსტიტუციების გამოცდილებაზე დაფუძნებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია ზუსტად ასახავდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სხვა სახის თავისებურებებს. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩგვენი ქვეყანა, იმ დროიდანვე დასავლურ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული.
თუმცა, კონსტიტუცია, ფაქტობრივად, ძალაში არ შესულა. საერთაშორისო მდგომარეობა მალევე შეიცვალა. 1921 წლის თებერვალში, რუსეთმა, თბილისში, წითელი არმია შემოიყვანა. საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა გახდა და დამოუკიდებლობას, ხანმოკლე პერიოდით, მხოლოდ, ფორმალურად ინარჩუნებდა.
70 წლიანი რუსული ბატონობის შემდეგ, საქართველომ, კვლავ შეძლო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა, ამ გამარჯვებას, საქართველოს მთლიანობა და ტერიტორიების 20 % შეეწირა. სახელმწიფო, დღემდე, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
1991 წელს ზვიად გამსახურდიამ, საქართველო, კვლავ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. პროცესებს თან მოჰყვა, ახალი კონსტიტუციის შედეგენაც. რომელიც 1995 წლით თარიღდება. სწორედ, ეს იყო თანამედროვე სახელმწიფოს სამართლის ფუნდამენტი. მასზე აშენდა მოქმედი სახელმწიფო, ახალი ინსტიტუციებითა და მართვის ფორმით.
მრავალ ქარტეხილ-გამოვლილი, საქართველო, დამოუკიდებლობის დღეს ყოველი წლის 26 მაისს ზეიმობს. წელს ქვეყანა, დამოუკიდებლობის 104-ე იუბილეს აღნიშნავს.

1746602495

1739131407