ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ქვეყანაში სახალხო პროტესტი იწყება

ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ქვეყანაში სახალხო პროტესტი იწყება. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, გაბრაზებული მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან.

სხვადასხვა პროფესიის თუ პოლიტიკური გემოვნების ადამიანები, დღეს,  ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე კვლავ შეიკრიბებიან და კონკრეტულ მოთხოვნებს გააჟღერებენ. გამორიცხული არაა ხალხის მოთხოვნა მთავრობის  გადადგომაც იყოს.

სახალხო მოძრაობის წევრების თქმით, იმედგაცრუების დრო არ არის და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ისტორიული შანსი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ არ დავკარგოთ. მათი განცხადებითვე, სტატუსზე უარის პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

რუსთაველის გამზირზე დიდი სახალხო პროტესტი 20:00 საათზეა დაანონსებული.

მეტის ნახვა