ბსუ-ში დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა

ბსუ-ში დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა. მიზანი უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩატარება, ახალგაზრდა კურსდამთავრებულთათვის კონფერენციების, სემინარების, ინტერვიუების ორგანიზება, სტუდენტების სამეწარმეო უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობაა.

ღონისძიების ფარგლებში სასწავლო დაწესებულებაში ფრანკოფონიის კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა. სხვადასხვა ღონისძიების გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

ფრანკოფონიის კვირეული მსოფლიოს მასშტაბით იმართება და ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

მეტის ნახვა