ახალი ამბები • 1763483982
იცვლის თუ არა ქვეყანა საგარეო კურსს? ხალხის ხმა
საზოგადოება
1721066539
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ევროკავშირისგან და ამერიკისგან დისტანცირებას ცდილობს. ამას ყველა კარგად ხედავს. გვესმის ანტიდასავლური განცხადებები, პარტნიორების საწინააღმდეგო პროპაგანდისტული კომენტარები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა საგარეო კურსს იცვლის და რუსეთს უახლოვდება. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ პასუხებმა არ დააყოვნა, ამერიკამ სავიზო სანქციები დააწესა და ღირსეული პარტნიორი შეაჩერა, ევროკავშირმა კი საქართველოს სამხედრო მიმართულებისთვის განკუთვნილი თანხები გაყინა. ევროპელი დიპლომატები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ღიად საუბრობს, რომ ქვეყანა კურსს იცვლის. რას ფიქრობს ხალხი? მოქალაქეები ნინო ხიმშიაშვილმა გამოკითხა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















