კატასტროფის მანქანა ჯერ პოლიციას, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა

ავარია

ავარია ახალდაბასთან - კატასტროფის ცენტრის მანქანა ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა. "ბორჯომის ტელევიზიის" ცნობით, დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა, პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს.

შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მეტის ნახვა