ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტთა სახლს იმ ტერიტორიაზე აშენებს, რომლის რეაბილიტაციისთვის 64 ათასი ლარი გადაიხადა

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სახლს იმ მინისტადიონის ტერიტორიაზე აშენებს, რომლის რეაბილიტაციისთვის ცოტა ხნის წინ 64 ათასი ლარი გადაიხადა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.

მალხაზ ჭკადუას კითხვა აქვს, რატომ არ გადაწიეს სამშენებლო მოედანი სპორტული სივრციდან მოშორებით. მესამე სექტორის წარმომადგენელი ასევე ინტერესდება რატომ არ იფიქრა მუნიციპალიტეტმა იმ ოჯახებზე, რომლებიც სამომავლოდ ამ შენობაში იცხოვრებენ და სპორტული სივრცის საჭიროება ექნებათ.

ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნება, რადგანაც სტადიონი მშენებლობის დასრულების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. რა შეეხება თანხებს, ზაზა დიასამიძის თქმით, არა 64 000 ლარი, არამედ 49 900 ლარი დაიხარჯა.

მეტის ნახვა