მეზობლობის მივიწყებული საუკუნოვანი ტრადიცია

მეზობლობის საუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც 21-ე საუკუნეში თითქმის მიივიწყეს. თანამედროვე  ეპოქამ და ტექნოლოგიებმა ურთიერთობების სტილი შეცვალა, აიფონებმა - კომუნიკაციის საშუალებები. დღეს უკვე ადამიანებს, ვირტუალური სამყარო რეალურს ურჩევნიათ: გვერდიგვერდ საუბარს სოციალურ ქსელებში მიმოწერას ამჯობინებენ, ჯგუფურ თავშეყრას ფეისბუქზე შექმნილი ჩატები ანაცვლებს. შესაბამისად, თანდათან დაიკარგა და გაუფერულდა მეზობლობის ტრადიცია. იმას, რასაც ადამიანები საუკუნეების წინ განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ.

ასე, წლების წინ ხდებოდა. მეზობლები, ერთმანეთთან, საათობით ისხდნენ და ფინჯან ყავასთან ერთად, ამა თუ იმ ამბავს განიხილავდნენ. იმ დროს, სტუმრად მისვლას, ტელეფონით არ ათანხმებდნენ, რადგან მეზობელი ოჯახის წევრად და გაჭირვების ჟამს, პირველ დამხმარედ აღიქმებოდა.

ადრე, სოფელში, ყოველი დილა, ჟრიამულით და გადაპატიჟებებით იწყებოდა. მეზობლები ერთმანეთს, სახლის საქმეებშიც ეხმარებოდნენ. ტრადიციად ქცეული, ყოველი მომდევნო დღის რუტინა, ახლა, თითქმის, აღარ არსებობს. ჟუჟუნა დავითაძე იმ დროს იხსენებს, როდესაც ყოველ შაბათ-კვირას, სამეზობლო ერთად იკრიბებოდა.

ენატრება ის დრო, როდესაც სოციალური ქსელები არ არსებობდა. გვიყვება, რომ ახალი თაობა გარეთ თითქმის აღარ გადის, ამის მთავარ მიზეზად კი, მობილურსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება მიაჩნია. იგი მეზობლობის მივიწყებულ ტრადიციას პანდემიასაც უკავშირებს.

ტრადიციები, რომელიც მრავალ წელს ითვლიდა, ნელ-ნელა მივიწყებას ეძლევა. ჩვენს რესპონდენტს, ოცი წლის წინ, ვერც კი წარმოედგინა, რომ ყოველდღიურ ჩვეულებრივობად ქცეული მეზობლებთან ვიზიტი, წინასწარ შესათანხმებელი გახდებოდა.

მეტის ნახვა