ახალი ამბები • 1756410394
მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის ჯარიმა წესდება
საზოგადოება
1679043398

მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის ჯარიმა წესდება. მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა. ინიციატივის მიზანი, მოსავლის აღების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა.
ამ ეტაპზე, კანონმდებლობაში ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია არ არსებობს. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი - 2 000 ლარის ოდენობით.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა