"ორივე ქვედა კიდური აქვს მოტეხილი" - კლინიკა ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულებზე

კლინიკა

ბათუმში, ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულთაგან ორი პირი "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" მოათავსეს. კლინიკაში TV25.GE-ის უთხრეს, რომ დაშავებულია ცოლ-ქმარი - 53 წლის კაცი და 52 წლის ქალი.

სამედიცინო დაწესებულების ცნობით, ქალს ორივე ქვედა კიდური აქვს მოტეხილი და ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. რაც შეეხება კაცს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. პაციენტები კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

რაც შეეხება კიდევ 3 დაშავებულს, ისინი ბათუმის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილნი. BMC-ის ცნობით, მოქალაქეების სასიცოცხლო ნიშნები ნორმაშია და ამ ეტაპზე, მათ კვლევები უტარდებათ.

შეგახსენებთ, ბათუმში, მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტი ჩავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შედეგად, დაშავდა 5 ადამიანი.

მეტის ნახვა