ახალი ამბები • 1754042485
პოლიტიკოსი, რომელმაც უკრაინელების დასახმარებლად პოლიტიკური ცხოვრება, დროებით, გვერდით გადადო - გენო თებიძის ყოველდღიურობა "მაცნეში"
ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები და თავდაუზოგავი შრომა იმისთვის, რომ პუტინის ომს გამოქცეულებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ჰქონდეთ საკვები და ღამის გასათევი. ამ ყველაფრის უკან არიან პირები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უკრაინელების დასახმარებლად მუშაობენ. მოგიყვებით, პოლიტიკოსზე, რომელიც საქმიანობაში აქტიურადაა ჩარული და დროებით, პოლიტიკური ცხოვრება, გვერდით, სწორედ, რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ გადადო.
უკვე სამი თვეა, გენო თებიძის ყოველი დილა, ასე, უკრაინელებთან საუბრით და მათი პრობლემების გაზიარებით იწყება. შემდეგ გუნდთან ერთად, ომს გამორიდებული უკრაინელებისთვის, ჰუმანიტარული ნივთების დარიგებასა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე მსჯელობს და მუშაობს.
პოლიტიკოსის ცხოვრება, 180 გრადუსით, სწორედ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა. იგი, უკრაინელების დასახმარებლად თავდაუზოგავად, თანამოაზრეებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამბობს, რომ საქმე, რასაც აკეთებს საპასუხისმგებლოა.
ჰუმანიტალური დახმარების შტაბი 26 თებერვალს გაიხსნა. შტაბის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, ათეულობით უკრაინული ოჯახი, ღია ცის ქვეშ დარჩენას გადაურჩა. ომის შედეგების შემსუბუქებისთვის სამი ეროვნების წარმომადგენლები - უკრაინელები, ბელარუსები და ქართველები ერთ გუნდად შეიკრნენ.
გენო თებიძე - პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი
პოლიტიკოსმა, პოლიტიკური ცხოვრება, დროებით გვერდით გადადო. ახლა მისთვის პრიორიტეტი, უკრაინელები და მათზე ზრუნვაა. ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, მუდმივად ფიქრობენ და იღვწიან იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნის მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ის ტკივილი შეუმსუბუქდეთ, რისი განცდაც პუტინის ომის შედეგად უხდებათ.

1745312322