პროტესტის 68 დღე | ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ღამეს კარავში ათენებენ

პროტესტი

ქვეყანაში პროტესტის 68-ე დღეა. "ოცნების" ანტიევროპული გადაწყვეტილებებით გაბრაზებული მოსახლეობა ქუჩებში დგას. ადამიანები ითხოვენ ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისთვის,მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. 

ბათუმში, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე ხუთი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, კარვებში რჩებიან. 

ცნობისთვის, „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნის გამო დააკავეს. მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, დაკავებისას და შემდგომ არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო.

პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს.

მეტის ნახვა