ახალი ამბები • 1754042485
ქობულეთი აჭარაში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საახალწლო განათებების მონტაჟი დასასრულს უახლოვდება
საზოგადოება
1670225379

ქობულეთი აჭარაში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საახალწლო განათებების მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. ქალაქის ცენტრალური ნაწილი საახალწლო გირლიანდებით უკვე მოირთო. მერიის ინფორმაციით, დეკორაციებისთვის 117 ათასი ლარი დაიხარჯა. უწყებაში გვითხრეს, რომ ილუმინაციები ეტაპობრივად ჩაირთვება.
რაც შეხება ახალი წლის მთავარ ატრიბუტს, მერიის ცნობით, იგი 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. ნაძვის ხის შესაძენად ბიუჯეტიდან 147 ათასი ლარი დაიხარჯა.
აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში კი, საახალწლო განათებების მონტაჟი ჯერ არ დაუწყიათ. ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში გვითხრეს, რომ სადღესასწაულო დეკორაციების ჩართვა თვის ბოლოსაა დაგეგმილი, სამუშაოები კი მალე დაიწყება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა