როდის მოთოვს ისევ აჭარაში? - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

თოვლი

თოვლიანი დღეების შემდეგ აჭარაში, ამინდი შედარებით გაუმჯობესდა. დილიდან წვიმს ბათუმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ნალექი ხვალამდე შენარჩუნდება.

25 იანვრის დღის პირველი ნახევრიდან გამოიდარებს, რაც 26 იანვრამდე გაგრძელდება.

უკვე 27 იანვრიდან, ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მოთოვს მთიან რაიონებში, ბათუმში კი სინოპტიკოსები თოვლჭყაპს ვარაუდობენ.

ჰაერის ტემპერატურა 6-8 გრადუსამდე იქნება.

გამოიდარებს 28 იანვრიდან. ჰაერის ტემპერატურა კი 10-14 გრადუსამდე აიწევს.

მეტის ნახვა