საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს 60 თანამშრომელი აწერს. ისინი  სადაც გმობენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ და აღნიშნავენ, რომ გრძნობენ, მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს.

„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.

ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი („კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”).

თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს."-წერია განცხადებაში

 

განცხადებას ხელს აწერენ:

გივი კიტია ვიდეო მემონტაჟესოფიო ქელბაქიანი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური/ინჯესტითამაზ მამალაძე ვებ-რედაქტორიეკატერინე კოპალიანი ჟურნალისტინიკოლოზ ბერაძე კორესპონდენტილექსო ქურხული ვებრედაქტორისოფო ჩინჩალაძე არქივის რედაქტორიმამუკა ბერძენიშვილი ანონსების მემონტაჟეირაკლი რატიანი პროდუსერიშავლეგო გეგეჭკორი რადიოგადაცემების წამყვანიგიორგი ღრეული პროდაქშენის ოპერატორირობერტ ბუაძე ოპერატორიელენე კვირცხალია პროდიუსერიშალვა შენგელი რეჟისორისოფიო დემეტრაშვილო კორესპონდენტითამთა რუხაძე ჟურნალისტითამარ ჭინჭარაული აღმასრულებელი პროდიუსერიმარიამ ფირცხალავა აღმასრულებელი პროდიუსერინია ბარაბაძე აღმასრულებელი პროდიუსერიქეთევან ვაშაგაშვილი რეჟისორიირმა ჩუბინიძე რეჟისორინინო დადვანი რეჟისორიდიმიტრი სილაქაძე თანაწამყვანილიკა ევგენიძე წამყვანიგიორგი შარვაშიძე წამყვანიანა მეტრეველი პროდიუსერის ასისტენტილევან ლეკიაშვილი ოპერატორითორნიკე მიროტაძე ოპერატორისოსო კაციტაძე რეპორტიორიმერი შიხაშვილი რეპორტიორიპაატა კახაძე მონტაჟის რეჟისორიომარ წოწორია რეპორტიორიირმა ჩინჩალაძე საქმისწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტიტუხა კვინიკაძე რედაქტორიგურანდა გოგოჩაშვილი რეპორტიორიელენე ქავთარაძე საქმისწარმოების სამსახურის უფროსიმარიამ ქართველიშვილი კორესპონდენტიცირა კობეშავიძე აღმასრულებელი პროდიუსერიზურა ხოფერია მონტაჟის რეჟისორიანი ჯობავა ჟურნალისტითეა კახიანი მონიტორინგის მენეჯერიალექსანდრე შერვაშიძე ოპერატორიგოჩა ჟორჟოლიანი პროდიუსერიანა აბაკელია ჟურნალისტითამთა წერეთელი ჟურნალისტიდავით ქავთარაძე გრაფიკოსიკახა ბუხრაშვილი ოპერატორიგიორგი დეკანოიძე რეჟისორითამარ მშვენიერაძე რეპორტიორი/პროდიუსერიკახაბერ მელიქიძე რეჟისორირომან ხრიკული ოპერატორიგივი ჩიმაკაძე ოპერატორივასილ ივანოვ ჩიქოვანი წამყვანიდათო ტიღაშვილი ოპერატორიქეთევან კაპანაძე პროდიუსერინინო ზაუტაშვილი წამყვანიმაია ნაცვლიშვილი ადამიანური რესურსების მენეჯერიგიორგი ვაშაყმაძე ოპერატორიპაპუნა მოსიძე რეჟისორიგიორგი ებრალიძე რეჟისორი

მეტის ნახვა