კობახიძე მსურველებს ხვალ, საჯარო დისკუსიაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

ირაკლი კობახიძე

ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში ეპატიჟება. 

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში გაიმართება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტის ნახვა