ბათუმში მე-18 სკოლაში პროტესტის მონაწილე მოზარდებს წინ ეღობებიან | ვრცელდება ხელით შეხების კადრებიც

მე-18 სკოლაში მოსწავლეებს პროტესტის გამო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ . TV 25-ს მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ აჩერებს და ეღობება სკოლის დამლაგებელი ბავშვებს  იმის გამო, რომ ისინი პროტესტს გამოხატავენ. კადრებში ასევე ჩანს, ხელით შეხება. 

სკოლაში გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლამ ოქმი უკვე შეადგინა. 

სკოლის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ფაქტის მოკვლევა დაწყებულია და კანონით გათვალისწინებულ ზომებს უახლოეს პერიოდში მიიღებენ. ნონა ოქროპირიძის თქმით, ისინი გმობენ ძალადობას და ემიჯნებიან სკოლის დამლაგებლის მიერ ჩადენილ ქმედებას.

დირექტორის მოადგილე: ვნახეთ კადრები, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, ადგილზეა მანდატურის სამსახური, მშობელიც და მიმდინარეობს მოკვლევა. შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებთ

ჟურნალისტი: იზიარებთ მოზარდების პოზიციას ხელისუფლების ანტიდასავლურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

დირექტორის მოადგილე: მე როგორც პედაგოგს,უფლება მაქვს არ დავაფიქსირო ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია" 

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. იფიცებიან სკოლები,უნივერსიტეტები. ისინი კობახიძის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკავებები წყდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით. 

მეტის ნახვა