ახალი ამბები • 1728566105
ვინ აშენებს რესტორანს ბათუმის სანაპიროზე
ის ფაქტი, რომ ბათუმს დღემდე არ აქვს გენგეგმა და მერია მხოლოდ ცრუ დაპირებებით შემოიფარგლება, ლოგიკურად ბადებს ეჭვს - ხელისუფლებას აწყობს ეს სიტუაცია და მათ ინტერესებზეა მორგებული. ფაქტიც სახეზეა, ჩაბეტონებული და უჟანგბადო ბათუმი. ყველაფერ ამის შემოქმედი კი ქალაქის თვითმართველობა და არაკეთილსინდისიერი მენაშენეები არიან. ბათუმის მერიის მთავარ ფუნქცია, ფაქტობრივად, უკანონო ნებართვებისა და კ2 კოეფიციენტის გაცემა დარჩა. შედეგად მენაშენეებმა მთლიანად აითვისეს ზღვის სანაპირო, თუმცა ესეც არ იკმარეს და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. გასაკვირია, მაგრამ, ახლა ზღვას მიადგნენ. ამის ნათელი მაგალითი ბარცხანაში მშენებარე კუნძულია. შედარებით პატარა კუნძული, მალე, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზეც გვექნება, სადაც , „ქართული ოცნების“ შემომწირველი რესტორანს აშენებს. მართალია, ხელშეკრულების მიხედვით მშენებელ კომპანიას ზღვის აკვატორიაში მოქმედების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ, როდის იყო რჩეულთათვის კანონი დამაბრკოლებელი.
1728068947
1726854943
1726726009