ახალი ამბები • 1653641279
ზღვაში შთაფლვის ტრადიცია
საზოგადოება
1642586198
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად შესრულდა ზღვაში შთაფლვის რიტუალი. მორწმუნეები, ბათუმის სანაპიროზე, განბანვისთვის, ღამით, 12 საათისთვის შეიკრიბნენ.
ზღვაში შთაფლვა, ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლური წესია. სახარების თანახმად, ამ დღეს, იოანე ნათლისმცემელმა, მდინარე იორდანეში, ისეო ქრისტე მონათლა.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება, იგივე დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ზღვაში შთაფლვის რიტუალი, 27 წლის წინ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
1653544773
მეტის ნახვა