1 თვეში, ირანში, 58 ბავშვი მოკლეს - უფლებადამცველი ორგანიზაცია

აქცია ირანში

ირანში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სულ მცირე 58 ბავშვი მოკლეს. ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტები (HRA) აცხადებენ, რომ 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ირანში 18 წლამდე ასაკის 46 ბიჭი და 12 გოგონა მოკლეს. დაღუპულებს შორის 8-9 წლის ასაკის ბავშვებიც არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

მეტის ნახვა