"ავარია მოახდინა და ადგილიდან მიიმალა" - პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა

ავარია

პოლონეთში, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილით გზაზე გაჩერებულ Audi-ს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა კობილა გორაში, ოსტრზეზოვის რაიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ქართველი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ავარიის შედეგად, ორი ახალგაზრდა დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს.

"ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ, დამნაშავე ფეხით წავიდა, თუმცა შემთხვევის თვითმხილველებმა დააკავეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა უარი თქვა ალკოჰოლის ანალიზზე, რის გამოც მისგან სისხლი აიღეს შესამოწმებლად", - ამბობს მაგდალენა ჰანძიუკი, ოსტრზესოვის პოლიციის პრეს ოფიცერი.

გარდა ამისა, მედია იტყობინება, რომ მძღოლს თან არ ჰქონია მართვის მოწმობა. პოლიციის სისტემაში მისი მონაცემების შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ ქართველი მსგავსს ფაქტზე 2 წლის წინაც დააკავეს. იგი ამავე რაიონში, მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

მეტის ნახვა