ახალი ამბები • 1752220871
პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე დააკავეს ქართველი, რომელსაც ერაყიდან, არალეგალურად 15 ადამიანი გადაჰყავდა
უცხოეთი
1657606601

პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, პოლონეთი-ლიეტუვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო დაცვაში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეს ერაყიდან არალეგალურად 15 ადამიანი გადაჰყავდა.
27 წლის კაცი სასაზღვრომ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა. ავტომობილს პოლონური სანომრე ნიშნები ჰქონდა, თუმცა შემოწმების შემდეგ მესაზღვრემ აღმოაჩინა, რომ მანქანაში მყოფი პირების ერთადერთი საბუთი - ლიეტუვის უცხოელთა ცენტრის მოწმობა იყო.
სასაზღვრო დაცვის ცნობით, ყველა ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ერაყის მოქალაქეები შესაბამისი პროცედურების შემდეგ ლიეტუვის მხარეს რეადმისიის ფარგლებში გადასცეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა