ახალი ამბები • 1747046220
საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა 29 ადამიანი, 85-ზე მეტი დაშავდა
უცხოეთი
1677650114

ფოტო: CNN
სარკინიგზო ავარია საბერძნეთში - ქალაქ ლარისასთან, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. შემთხვევას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.
საბერძნეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - სალონიკიდან ლარისამდე.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა