ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, დაახლოებით 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, დაახლოებით 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ამის შესახებ Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის საზღვრიდან 82 კილომეტრში იყო და ბიძგები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კაშგარში ელექტროენერგიის მიწოდება და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, იტყობინება სახელმწიფო მედია Xinhua.

სინძიანის სარკინიგზო დეპარტამენტმა გაავრცელა მიმართვა, შეჩერდეს სამგზავრო მატარებლების გადაადგილება, სინძიანის სარკინიგზო მაგისტრალის აქსუს კაშგარის მონაკვეთზე. ადგილობრივი ხელისუფლება ამოწმებს ხიდებს, გვირაბებსა და სასიგნალო აღჭურვილობას.

მეტის ნახვა