ახალი ამბები • 1752220871
კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს
კრიმინალი
1678104598

სისხლიანი გარჩევა თბილისში - კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში ცოტა ხნის წინ მოხდა.
კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა