ახალი ამბები • 1752161969
მაღაზიის აფეთქება სცადეს - შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, რომელთაგან ერთი ამოქმედდა
კრიმინალი
1668768983

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სოფელ კარდენახში მაღაზიის აფეთქება სცადეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილობრივთა ცნობით, 2-დან 3 საათამდე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, დილით კი მაღაზიის კარის მინა ჩამსხვრეული დახვდათ. მათივე თქმით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, აქედან მხოლოდ ერთი ამოქმედდა.
იყო თუ არა მაღაზიის მიმართულებით ნასროლი, ხელყუმბარა, გამოძიება დაადგენს. პოლიციამ ვიდეოკამერის ჩანაწერები უკვე ამოიღო.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა