მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ქობულეთში, ერთ ბინაში 2 გარდაცვლილი იპოვეს

ეს ტერიტორია, ყვითელი ლენტით, უკვე მეორედ შემოისაზღვრა.  პირველად, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე. მეორედ კი, გუშინ მაშინ, როდესაც 112-ს ისევ ადამიანის გარდაცვალების ფაქტი აცნობეს. ორი გვამი, ერთი და იგივე ბინიდან, ერთი თვის ინტერვალში გაიტანეს.

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე? ვინ არის ქალი, რომლის ბინაშიც შესულმა ორმა კაცმა, სახლში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მეზობლები ამბობენ, რომ ბინის მეპატრონე, ალკოჰოლზე დამოკიდებულია და მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

ორმოც წლამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები კარგად იცნობენ. წლების განმავლობაში, იგი, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბინაში, დედასთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, ფაქტს ორივე შემთხვევაში წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ვითარება კი, ადამიანის სიკვდილით მთავრდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მხოლოდ, ის გვითხრეს, რომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაააკვეს თუ არა ეჭვმიტანილი ან რა ეტაპზეა გამოძიება? ჯერ-ჯერობით უცნობია,

მეტის ნახვა