ახალი ამბები • 1680081217
ქურდობის ფაქტი ქობულეთში
კრიმინალი
1671189709
ქობულეთში ყვავილების ორანჟერია გაძარცვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. ფაქტი TV25.GE-ის "ევროეზო"-ს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.
მათი თქმით, ადგილზე სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენი ინფორმაციით წაღებულია 300-მდე დეკორატიული ნაძვის ხე. მცენარეები ტერიტორიის იმ ნაწილიდან წაიღეს, სადაც ვიდეო-კამერები არ არის განთავსებული.
"წაღებულია ყვავილები, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ ვიცით, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა," - გვითხრა "ევროეზოს" წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით დეტალებს ველოდებით.

ბათუმში ახალგაზრდა მოკლეს
1678536613

სროლა ბათუმში - შემთხვევის ადგილზე ექსპერ...
1678428415
მეტის ნახვა