საზარელი შემთხვევა - 26 წლის კაცი 77 წლის ბებიაზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს

პოლიციის ლენტი

საზარელი შემთხვევა - 26 წლის კაცი 77 წლის ბებიაზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილიშვილი ბებიას ღამით სახლში კეტავდა და კარს დილით უღებდა.

სწორედ ამიტომ, მას თავისუფლების უკანონო აღკვეთასაც ედავებიან. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი. დანაშაულის ჩადენის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც კაცის მიერ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის სახე უნდა დაადგინოს, ან ბრალის გაუპატიურებად გადაკვალიფიცირება გამოიწვიოს.

კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა