სისხლიანი გარჩევა ექიმებს შორის - რატომ დაჭრა დირექტორი თანამშრომელმა?

პოლიციის ლენტი

სისხლიანი გარჩევა მედიკოსებს შორის. კანისა და ვენერიულ სნეულებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს ამავე კლინიკის ექიმი თავს საკუთარ კაბინეტში დაესხა.

უცნობია მიზეზი, რამ გამოიწვია დაპირისპირება და რატომ ესროლა გიორგი გალდავას 76 წლის თანამშრომელმა. კლინიკის დირექტორს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ვმუშაობდი პირველ სართულზე და გასროლის ხმა იყოო, თქვეს თანამშრომლებმა და მერე მოგვიანებით, რომ გამოვედით, გავიგეთ, რომ ჩვენი დირექტორი დაჭრეს სამწუხაროდ. რა მოტივით დაჭრა ესე ზუსტად და ვინ დაჭრა, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. 3-ის წუთები იყო, რომ გავიგე, რომ ეს ამბავი... ჩოჩქოლი ატყდა და რომ გამოვედით... სავარაუდოდ კაბინეტში [მოხდა], მეოთხე სართულზე. კარგი, რავიცი [ურთიერთობა], ძალიან დიდ პატივს სცემდა ბატონი გიორგი და რავიცი მე, კაბინეტები და რავი, ყველაფრით ხელს უწყობდა, - ამბობს კლინიკის თანამშრომელი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა