ახალი ამბები • 1660126858
ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს უცნობი პირები თავს დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
კრიმინალი
1656075248
ტვ პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გაირკვა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზეზი, ტვ პირველის მიკროფონები გახდა.
ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა ,,ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის, შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას, მიაყენა.
კიდევ ერთი თავდასხმა ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ, ბათუმში, მოხდა. ოპერატორს, მურმან ზოიძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობმა პირებმა მცირეწლოვანი ბავშვების და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალწინ მიაყენეს.

მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულია 1 პირი
1658139546
მეტის ნახვა