ახალი ამბები • 1754042485
ქათმის სალათი მაიონეზის გარეშე - მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძი
კულინარია
1678110615

ქათმის სალათი მაიონეზის გარეშე მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი კერძია.
დამზადების დრო: 30 წთ. ულუფა: 1-2.
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 200გრ;
წითელი ბულგარული წიწაკა 1ც;
ხახვი 1/2თ;
ძმარი 1ს/კ;
ზეთი 2ს/კ;
მარილი, პილპილი გემოვნებით;
მომზადების წესი:
ფილე მოვხარშოთ მარილწყალში, გავაცივოთ. დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავამატოთ ღერებად დაჭრილი ბულგარული, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ ძმარი, მარილი, პილპილი და ცხელივე მოვასხათ სალათს, ამოვურიოთ, შევდგათ მაცივარში რამდენიმე სთ. ქათმის სალათი მაიონეზის გარეშე მოვრთოთ მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა