როგორ უნდა მოვამზადოთ ბროკოლის უგემრიელესი და მსუბუქი კრემ-სუპი?

ბროკოლის კრემ-სუპი

თუ კი გსურთ ბროკოლის უგემრიელესი და მსუბუქი კრემ-სუპი მოამზადოთ, დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • ბროკოლი - 400.00 გ
  • ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
  • კარტოფილი - 1.00 ცალი, მოზრდილი

მომზადების წესი

ნიორი დავკეპოთ, ბროკოლი დავანაწევროთ, კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ, დავუმატოთ ზეთი და მსუბუქად მოვშუშოთ, შემდეგ დავასხათ ბულიონი და მოვხარშოთ. მოხარშული წვნიანი ბლენდერით
ავთქვიფოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ცხელი წვნიანი შეგვიძლია მივირთვათ გახეხილ ყველთან ან ნაღებთან ერთად.

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა