ბოლო 6 თვეში, ქართულ ბანკებში 39 000 რუსული ანგარიში გაიხსნა - სტატისტიკა

რუსული რუბლი

ბოლო 6 თვეში, ქართულ ბანკებში 39 000 რუსული ანგარიში გაიხსნა - ეროვნული ბანკის სტატისტიკით დგინდება, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრის დღიდან საქართველოში საცხოვრებლად ოკუპანტი ქვეყნის 40 000-მდე მოქალაქე დარჩა.

ყოველთვიურად იზრდება იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებსაც რუსები საქართველოში არეგისტრირებენ.

ეკონომისტების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, თუ რა მიზნებს შეიძლება მოხმარდეს ამ ანგარიშებზე დარიცხული თანხა. ხელისუფლებას არ აქვს მექანიზმი იმის გასარკვევად, ვინ ხსნის ანგარიშებს და რისთვის იყენებენ ამ თანხებს რუსები.

მათივე თქმით, ბანკის ანგარიშების გახსნა ადასტურებს, რომ რუსები საქართველოში ხანგრძლივი ვადით აპირებენ დარჩენას. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია შეიქმნას იურიდიული ჩარჩო, რათა საკანონმდებლო დონეზე გაკონტროლდეს საკითხი.

მეტის ნახვა