აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად, იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო  მომსახურების პროგრამით“ სარგებლობდნენ და სიმსივნე უკვე დაამარცხეს.

უწყება, ამ მიმართულებით, დაფინანსებას ყოველწლიურად  ზრდის. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონს აჭარბებს. პროგრამა დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა