იანვარში, წითელას 16 შემთხვევა დაფიქსირდა - ჩხაიძე

საქართველოში 2023 წელს წითელას 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის იანვარში 16 - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელიც შემცირებულია და თუ 2019 წელს 5 წლის ასაკში ბავშვთა 97%-ს ჰქონდა გაკეთებული წითელას აცრა, ახლა ეს რიცხვი  88%-ზეა ჩამოსული.

ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად ჩართონ იმუნიზაციის პროცესში ის ბავშვები, ვინც ჯერ არ აცრილან ან პანდემიის პერიოდში წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა გამოტოვეს.

მეტის ნახვა