ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელისთვის აკრიტიკებს - რას ამბობენ ოპონენტები?

ოპოზიცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი DRG მოდელისთვის კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობა“ უწყებას რეგულაციების გადახედვას სთხოვს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კლინიკები, დღეს იძულებულნი არიან რეანიმაციაში საწოლფონდი შეამცირონ, რის გამოც პაციენტები ხშირად მომსახურების გარეშე რჩებიან.

მზია ქედელიძე განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულება, ვალდებულია, შიდა პაციენტისთვის, რომლის დამძიმების რისკი მაღალია, მუდმივად ჰქონდეს თავისუფალი ადგილი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ამავდროულად კი არ აქვს უფლება, არ მიიღოს გარედან პაციენტი, როცა თავისუფალი საწოლი აქვს.

ქედელიძის თქმით, ეს კლინიკებს სირთულეების წინაშე აყენებს და სამედიცინო სერვისის მიმღების უფლებებს არღვევს.

მეტის ნახვა