ბათუმის სავიზიტო ბარათი მოშლილი ინფრასტრუქტურით

ბათუმი საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ევროპული ქალაქია. გვაქვს ევროპის მოედანიც, რომელიც  ძველი ბათუმის შუაგულში მდებარეობას.

იგი ბათუმელებისთვის თუ ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია.  ქალაქში ჩამოსული ვიზიტორების უმრავლესობა სწორედ აქაურობას სტუმრობს.

თუმცა მდგომარეობა, კამერებსა და ფოტოებს მიღმა კრიტიკულია. ინფრასტრუქტურა ადილის შეუსაბამოდ მოუვლელია.

ევროპის მოედანი ბათუმისთვის სავიზიტო ბარათია. XIX-XX საუკუნის არქიტექტურით გარშემორტყმული მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

შადრევანი და გასული საუკუნეების ულამაზესი შენობები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ადგილს. ტურისტებისა თუ ადგილობრივების თავშეყრის ადგილი,  ძირითადად, ევროპის მოედანია.

ამ ყველავრის ფონზე, რა ხვდება აქ მოსულ სტუმარს? - ამოყრილი ქვაფენილები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა.

 

ქალაქის მთავარ მოედანზე თვალისმომჭრელად გამოიყურება ლამპიონებიც, თუმცა, უმრავლესობა დაზიანებულია. გატეხილ ლამპებში წყალი ჩაედინება. ყველაფერს კი, შეუფუთავი ელექტროენერგიის სადენები ემატება.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ქალაქის სავზიტო ბარათი საპარკინგე სივრცედაა ქცეული. აქ ავტომობილებს პირდაპირ სასეირნო ბილიკზე ნახავთ გაჩერებულს.

რაც გარემოსთვის შეუსაბამოა. ამასთან ერთად, გადაადგილების საშუალებას ზღუდავს.

ბათუმის მოვლა პატრონობა მერიის მუნიციპალური მართვის სერვისების სააგენტოს ვალდებულებაა. ევროპის მოედანზე არსებული

მდგომარეობის მიუხედავად, აქ გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მონიტორინგი რეგულარულად ხორციელდება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მყისიერად ხდება.

ჩვენი კადრები კი, სააგენტოს პასუხთან წინააღმდეგობაში მოდის. 

მეტის ნახვა