ბათუმში რუსული სახელწოდების ქუჩების ქართულით ჩანაცვლებას ითხოვენ

ბათუმი

აქცია გაიმართა ბათუმის მერიასთან. ადგილზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მივიდნენ. მათი მოთხოვნაა რუსული სახელწოდების ქუჩები ქართულით ჩანაცვლდეს.

აცხადებენ, რომ ქალაქში ასეთი ქუჩა მრავლადაა. სამოქალაქო აქტივისტები პეტიციის დარეგისტრირებისა და ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ. 

მეტის ნახვა