რეაბილიტირებული გზა 1 თვეში დაზიანდა

ამ გზის რეაბილიტაციისთვის, გასულ წელს,  სახლემწიფო ბიუჯეტიდან,  9 მილიონამდე ლარი დახარჯა. სამუშაოები აქ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის ერგეს მონაკვეთზე  ინფრასტრუქტურა, რომ  მოშლილია და გადაადგილება ჭირს, კადრებთან ერთად, მძღოლებიც ადასტურებენ.

ახლად რეაბილიტირებული გზის, მოკლე ვადაში, ამორტიზება ოპოზიციას არ გამორჩენია. ადგილობრივი ხელისუფლება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ობიექტი, კიდევ ერთხელ, გახდა. ოპონენტები ამბობენ, რომ ტურისტული მნიშვნელობის ზონებში მსგავსი გზის არსებობა მთავრობის უპასუხისმგებლობაა.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი, ხელვაჩაურის მერს, მუნიციპალიტეტში არსბული პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს. კონკრეტულად ერგეს მონაკვეთზე, შპს „სამკუთხედს“ ებარა. აქ ამბობენ, რომ ხელშეკრულების ვადა, გასული წლის ნოემბერში ამოიწურა. გამოვლენილი ხარვეზების გამო, კომპანიას ჯარიმაც დააკისრეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გვარწმუნებს, რომ  პრობლემები უახლოეს ვადებში აღმოიფხვრება.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მერიას. იმის გამო, რომ მუნიციპალიტეტში გამავალი, გზის ამორტიზებული მონაკვეთი, საქართველოს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა, უწყებაში პასუხისმგებლობას ირიდებენ და საკითხს,  უკომენტაროდ ტოვებენ. 

მეტის ნახვა