ახალი ამბები • 1752840046
თორნიკე რიჟვაძე სიძის მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას მფარველობს - ანტიკორუფციული მოძრაობა
„ანტიკორუფციულ მოძრაობას“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან კითხვები აქვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, კომპანია „იალჩინს“ ის მიწა უნდა ჩამოერთვას, სადაც კომპანია მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა.
მოძრაობის წევრების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის სიძე, დავით ბალაძე, კომპანიის მფლობელებთან დაახლოებული პირია და სწორედ, მისი მფარველობით ადრე თუ გვიან, ტერიტორიაზე კორპუსი მაინც აშენდება.
ორგანიზაციაში აინტერესებთ თუ კი, მშენებლობის ნებართვა არასწორად იყო გაცემული, რატომ რჩება ტერიტორია ჯერ კიდევ, აღნიშნული კომპანიის მფარველობაში. საუბარია ადგილზე, სადაც თორნიკე რიჟვაძემ, წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებთან შეხვედრისას, განკარგულება ზეპირად გასცა და შესაბამის ორგანოებს უთხრა, რომ „იალჩინს“ მშენებლობის ნებართვა უნდა გაუუქმონ.
აჭარის მთავრობაში საპასუხო კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

1745312322