16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

16 წელი 16 წლის ლუკა აბულაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს. ე.წ ბანანის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ზურაბ საღინაძეს ბრალდება 2-ზე მეტი პირის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.

გამოძიების ვერსიით, მან 16 წლის ლუკა აბულაძე კიდევ სამ არასრულწლოვანთან ერთად ზღვაში ე.წ. „ბანანით“ გაიყვანა და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდო. შემთხვევა გასული წლის 4 ივლისს მოხდა.

დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს ბრალდებულის ახლობლებმა. განაცხადეს, რომ პროკურორი მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებდა და მტკიცებულებებს აყალბებდა.

განაჩენს დაცვის მხარე გაასაჩივრებს.

მეტის ნახვა