გოგი გვიდიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ - საკონსტიტუციომ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

გოგი გვიდიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. დავის საგანს „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ ასოციაციის მიერ დამტკიცებული 2010 წლის დებულება წარმოადგენს. სადაოდ გამხდარი ნორმა გამორიცხავს, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების საშუალებას. მოსარჩელე ამბობს, რომ გასაჩივრების უფლება შეზღუდულია მაშინაც კი, როცა სადაოა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, რაც წინააღმდეგობაშია კონსიტუციის 31 მუხლთან. სარჩელს, არსებითად, პირველი კოლეგია განიხილავს.

მეტის ნახვა