კორუფციული ნიშნები და საჯარო ფინანსების მართვის მანკიერი პრაქტიკა აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში. - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

საიას კვლევა

კორუფციული ნიშნები და საჯარო ფინანსების მართვის მანკიერი პრაქტიკა აჭარის რეგიონის სახელმწიფო შესყიდვებში. - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სხვადასხვა საჯარო უწყების ქვეკონტრაქტორებთან მუშაობაზე კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა რჩება.

ორგანიზაციამ აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების 2020-2021 წლების ის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები შეისწავლა, რომელთა ღირებულება 100 ათას ლარს აღემატება.

კვლევის თანახმად, არც ერთ საჯარო უწყებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მიმწოდებელი კომპანიების მიერ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ აუტვირთავს.

ორგანიზაციის განმარტებით, ამას კანონმდებლობა არ ითხოვს, თუმცა პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მითუმეტეს, მაშინ, როცა სახელმწიფო შესყიდვები მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაზე ცხადდება.

მეტის ნახვა