ახალი ამბები • 1728068947
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“- საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით დადგენილი წესის საფუძველზე, საზოგადოებას და, მათ შორის, მოსარჩელეს, როგორც საზოგადოების ნაწილს, ეზღუდება ენერგოპროექტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უფლება. არსებული ნორმებით დადგენილია, რომ კონფიდენციალურობის წესი ზღუდავს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, აგრეთვე გარემოს მდგომარეობის შესახებ დროულად სრული ინფორმაციის მიღების უფლებას. სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს.
1726726009