ახალი ამბები • 1714047147
თავისუფლება 50 000 ლარის სანაცვლოდ - ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილმა საპატიმრო დატოვა
სამართალი
1711555612
თავისუფლება 50 ათასი ლარის სანაცვლოდ. ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილმა საპატიმრო დატოვა. გურამ ბერიძე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და მას გირაო შეუფარდა.
პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებები წარადგინა, რომლის თანახმადაც მისი პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი არ იყო. დაცვის მხარის მტკიცებითვე, აღმოჩენილი იარაღი ბერიძეს არ ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. იგი იანვარში დააკავეს. შემდეგი სხდომა 11 მაისს ჩაინიშნა.
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა