"არ მჭირდება რუსების დაფინანსებით მიღებული ფული" - ალტ ინფოს ხულოში, ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს

ალტ ინფოს ხულოში, ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს. შენობიდან პრორუსული მედიასაშუალების წარმომადგენლები ისევ ფართის მეპატრონემ გაუშვა.

"არ მჭირდება რუსების დაფინანსებით მიღებული ფული" - უპასუხა TV25.GE-ის რეპორტიორს მფლობელმა, კითხვაზე, რატომ დაახურინა ოფისი ალტ ინფოს.

შეგახსენებთ, ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია 20 ნოემბერს დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს.

პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.

მეტის ნახვა