ხულოში, პაქსაძეებსა და გელაძეების დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება ამ დრომდე საფრთხის შემცველია

ხულოს სოფლებში, პაქსაძეებსა და გელაძეების დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება ამ დრომდე საფრთხის შემცველია - მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა და მეწყრული პროცესები გეოლოგებმა შეისწავლეს. სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყებაც შეუძლებელია, რადგან მეწყრული პროცესების განმეორების საფრთხე არსებობს.

შეგახსენებთ, მეწყრული პროცესები ხულოში 18 იანვარს განვითარდა, რის შედეგადაც გზის სავალი ნაწილი ჩაიშალა და ადგილობრივებს საფრთხე შეექმნათ. სარისკო გარემოში 10-მდე ოჯახი აღმოჩნდა. ისინი მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა ადგილზე, დროებით ქირით გაიყვანა.

მეტის ნახვა